3.03.2012

ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის

ნინო ტარტარაშვილი
03.03.2012


„მეწერება და იმიტომ! იმიტომ ვწერ, რომ სხვებივით ნორმალურ საქმეს ვერ ვაკეთებ! . . დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ. მთელი არსებით მწამს და ვწერ. მეშინია არ დამივიწყონ და ვწერ. ჩემგან ყველა ამას ელის, და მეც ვწერ. ამბის

გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ. ერთი ადგილია, ყველა უცილობლად რომ უნდა ეწვიოს და სიზმარში როგორც ხდება ხოლმე, სწორედ იმგვარად, თითქოს იქამდე ვერადავერ ვაღწევ. ამ გრძნობისაგან გათავისუფლება მწადია და იმიტომ ვწერ…რა შუაშიაო ვიღაც იტყვის მაგრამ მე დავაკავშირე ,…თან ორჰან ფამუქიც თურქენოვანია (თანაც დამეთანხმებით სასიამოვნო საკითხავია……). უკვე არის რაღაც კავშირი... თან იმ პრობლემებთან, რასაც ჩვენც ვაწყდებით…. მეც მეწერება და იმიტომ ვწერ... აქამდე რომ არ მიწერია იმიტომაც ვწერ... და ნორმალურ საქმეს რომ ვაკეთებ კიდე იმიტომ ვწერ... არც აღფრთოვენებული მოვდიოდი... დიდი მოლოდინები და დიდი იმედებიც არ მქონია... ჩემი მოვალეობაა ქართულის სწავლება … ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ ამას ვფიქრობდი... ერთი ეგ არის, მეშინოდა ბავშვების, მასწვლებლების … ვიცოდი ცუდად რომ არ შემხვდებდნენ…მერე „ხახვი”და „აისბერგი”(ტრენინგებზე რომ აგვიხსენეს) მახსენდებოდა, ვაითუ აქაც ისეთი დამოკიდებულებაა: გურჯი რომ არაფრად მიაჩნიათო ვფიქრობდი…
მე აზერბაიჯანში დავიბადე, იქ გავიზარდე... …ამ პროექტში მოხვერდის და აქ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავს ტოლერანტობა... იყო ტოლერანტული... აქ რამხელა მხარდაჭერაც აქვთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს.... იმის მეასედი ჩვენ ინგილოებს იქ… გვქონდეს ნეტა ............., მაშინ ალბათ ქართველებისგან დაცლილ საინგილოსაც ექნებოდა რწმენა უკეთესი მომავლისა (მაგრამ ეს სხვა საკითხია, არ ვწუწუნებ...ეს პარალელებიც იმიტომ გავავლე, რომ სათქმელისთვის მეტი სინათლე შემეძინა)... არ მეგონა ასე თუ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან (იქაური და აქაური აზერბაიჯანელები). როგორც აღვნიშნე არ მოვდიოდი დამთბარი და დამტკბარი გულით... არასოდეს ვიყავი ნამყოფი მარნეულში… არც აქაურ აზერბაიჯანელებთან მქონია შეხება. კარგად მიმიღეს, ჩემი ყინულიც მალე გალღვა დიდ ხანს ვერ გაძლო... პანაშვიდზე ვიყავი, მასწავლებელს ძმა გარდაეცვალა... ამინდი შეიცვალა ...რამდენიმე იქ მყოფმა ბებიამ არ დააყოვნა და პალტო გაიხადა... მოიხურეო... მართალია უარი ვუთხარი, სამაგიეროდ რაღაც გალღვა(სავარაუდოდ ყინული) ყველაზე კარგი სტიმულატორი და გამათბობელი ადამიანების თვალებში დანახული მადლიერების გრძნობაა, მაგარია როცა ხედავ ბავშვებს პატარა საჩუქრები როგორ ახარებთ. საკვირველია, მაგრამ უხარიათ ვიღაც რომ აკონტროლებთ. იციან რომ თუ გაკვეთილს არ ჩამაბარებენ დავტოვებ...მე რომ ვტოვებ ის უხარიათ, თავიდანვე ვიცოდი, რომ აქ სულ სხვა სამყაროა. აქ 12–13 წლის ბავშვები ოჯახს ქმნიან. იმის ილუზია არ მქონია, რომ ამას შევცვლიდი, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ რაღაც მაინც შეიცვალა... ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ ოჯახის შექმნა მნიშვენლოვანია, მაგრამ ჯერ დიდი გზაა იქამდე გასავლელი. იციან რომ შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაც. იციან რომ წარმატებული ქალებიც შეიძლება არსებობდნენ თურმე…მასწავლებლებს თითქოს ერცხვინებასავით... ნინომ იცის აზერბაიჯანული ჩვენ არ ვიცითო (ქართული)... თითქოს უფრო ცდილობენ... მიხარია ყველა წვრილმანზე რომ მაკითხავენ, იქნება ეს ჯეოსელის შეტყობინებების, ბანკის ქვითრების თუ ტკივილგამაყუჩებლის ინსტრუქციის თარგმნა....სირთულეები მხვდება, ძნელია...საერთოდ კი თუ საქმის კეთებისას არ გხვდება სირთულე, ე.ი რაღაც ვერ არის კარგად... რაღაც მდარედაა… ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ვფიქრობ... ვხვდები ყველაფერი ყველაზე კარგად მე უნდა გავაკეთო...ჩემი ცუდიც მკვეთრად გამოჩნდება და ალბათ კარგიც...”რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია”, აქ ყოფნისას ამ აფორიზმს კარგად ჩავწვდი(არადა მეგონა რომ უკვე დიდი ხნის ჩამწვდარი ვიყავი…)…ბევრი დრო აღარ დამრჩა... ვცდილობ მაქსიმალური გავცე.
...ზოგჯერ გავკადნიერდები და ეს აზრი გამიელვებს: – მართლა მისიონერები ხო არ ვაართ? – რა თქმა უნდა არა, ეს უბრალოდ ცდაა ვიყოთ ნამდვილი ადამიანები...„A areal man not everyman”

3.02.2012


3.01.2012

ჯანაშვილი ინგილო (დიმიტრი ჯანაშვილი) მგზავრის ისტორიული შენიშვნა საინგილოზე,

ფერიხანუმი–თამარი
თამარი 
გადმოცემის თანახმად ძველი ყიმურ – ბაზარი, ბახთალო ანუ თორფახ–ყალა დიდი და მშვენიერი ქალაქი იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლების გამდოცემით ამ ქალაქში უცხოვრია ფერუხანიმს, მშვენიერთა მშვენიერ მეთუნახავ თამარს, რომელსაც ადგილობრივები სამოთხეში მცხოვრებ უმანკო, წმინდა ფერიებს ადარებდნენ. თამარ მეფის სილამაზე, როგორც მთელ აზიაში, აგრეთვე ზაქათალის მაზრის მცხოვრებლებშიაც არის განთქმული.

ის თურმე ქალაქ ბაზარში ცხოვრობდა და ატარებდა თავის წუთისოფელს ბედნიერებაში და კმაყოფლილი იყო თავისი ბედისა. იმის სასახლეს ეს ეკლეისაც შეადგენდა, რომელსაც მცხოვრებნი „ფერი –ყალას“ უწოდებენ. ის არასოდეს თურმე შინიდან კარში არ გამოდიოდა, რომ რა არის მეფეთა სილამაზის ხმა არ გაუგდონ, იმას არ ჰსურდა ქმრის შერთვა, რადგან იყო მეფე მამაცი, ჭკვიანი და ამაყი. მის სიმშვენიერეს, წარმოსადეგს და ალვის ხესავით წამოწკეპილს ტანს და მაღალს

2.21.2012

ქურმუხის დიდი საყდრის 19 საუკუნის წარწერიანი ქვა



ტექსტი: << მას ჟამსა ოდეს ვიხილე სხვათა სჯულითა ხელითა აოხრება წმინდა მოწამე გიორგის ქურმუხის საყდრისა გულში განმიარა ფიქრმა აღვაშენო ნანგრევებზე ახალი სალოცავი მადლითა ღვთისათა აღმისრულდა ეს ფიქრი 4 აპრილსა 1877 წელსა დანიელ რუშან ნადირაშვილი ალიბეგლოელი >>

ეს ქვა დაახლოებით 1979 წელს დიდი საყდრის ახლოს შემთხვევით აღმოაჩინა კახის მკვიდრმა ბატონმა გოგი ხუციშვილიმა (იგი სახელოვანი ხუციშვილების ღირსეული წარმომადგენელი იყო. სულ ახლახანს გარდაიცვალა).
მან, მამაჩემთან ერთად აგვიყვანა დიდ საყდარზე და გვაჩვენა ეს ქვა (თუ არ ვცდები 1989, ან 1990–ში). მაშინ გადავუღე ეს ფოტო. 1996-97 წლამდე ეს ქვა ჯერ კიდევ იქ იყო. სმწუხაროდ, ისევე როგორ სხვა მრავალი წარწერიანი ქვა, ეს ქვაც, ჩვენი (პირადად ჩემიც) დაუდევრობის შედეგად, ქართულ კვალზე ,,მონადირე’ შოვინისტებმა, რენეგატების დახმარებით გააქრეს.