3.01.2012

ჯანაშვილი ინგილო (დიმიტრი ჯანაშვილი) მგზავრის ისტორიული შენიშვნა საინგილოზე,

ფერიხანუმი–თამარი
თამარი 
გადმოცემის თანახმად ძველი ყიმურ – ბაზარი, ბახთალო ანუ თორფახ–ყალა დიდი და მშვენიერი ქალაქი იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლების გამდოცემით ამ ქალაქში უცხოვრია ფერუხანიმს, მშვენიერთა მშვენიერ მეთუნახავ თამარს, რომელსაც ადგილობრივები სამოთხეში მცხოვრებ უმანკო, წმინდა ფერიებს ადარებდნენ. თამარ მეფის სილამაზე, როგორც მთელ აზიაში, აგრეთვე ზაქათალის მაზრის მცხოვრებლებშიაც არის განთქმული.

ის თურმე ქალაქ ბაზარში ცხოვრობდა და ატარებდა თავის წუთისოფელს ბედნიერებაში და კმაყოფლილი იყო თავისი ბედისა. იმის სასახლეს ეს ეკლეისაც შეადგენდა, რომელსაც მცხოვრებნი „ფერი –ყალას“ უწოდებენ. ის არასოდეს თურმე შინიდან კარში არ გამოდიოდა, რომ რა არის მეფეთა სილამაზის ხმა არ გაუგდონ, იმას არ ჰსურდა ქმრის შერთვა, რადგან იყო მეფე მამაცი, ჭკვიანი და ამაყი. მის სიმშვენიერეს, წარმოსადეგს და ალვის ხესავით წამოწკეპილს ტანს და მაღალს


მეფურს ჭკუა–გონებას თუმცა აენთო ყველა აღმოსავლეთის მეფეების გულში ცეცხლებრივი სიყვარული, მაგრამ ის მათდამი უგრძნობელი რჩებოდა. მათ ყურს არ ათხოვებდა, არაფრად აგდებდა. ყველასთვის უარის თქმამ მეფეები გააჯავრა, მაგრამ რადგან იცოდნენ ფერი ხანუმის სიმძლავრე, ამისთვის ვერა გაეწყოთ რა. ყველას მისი მტრობა ედოთ გულში, მაგრამ შიშით ომს ვერ უცხადებდნენ.
ამ გვარ მდგომარეობაში იყო თვით სპარსეთის მეფე დიდი შაჰაბაზი, რომელსაც ყველაზედ უფრო დიდი სიყვარული ჰქონდა გულში გაღვიძებული. ამ გვარს მის სიყვარულზედ ფერიხანუმი–თამარი მას საშინელის გულგრილობით სცემდა პასუხს. ამ გავრმა სიამაყემ ერთის მხრით ირანის შაჰაბაზი ძალიან გააზვირთა წინააღმდეგ თამარისა, მეორეს მხრით უფრო აუჩქარა გულის თქმის სიყვარულით სავსე ჯანში სისხლის ბრუნვა და გულის ფანცქალი. სიყვარულის ძარღვში სისხლი უჩქეფარებდა ვით შადრევანის წყალი, ამისთვის მან განიზრახა: ან უნდა მოვკვდე, ან ჩემი სურვილი აღვისრულო. როგორ თუ ამისთანა გიაურმა მე ირანის შაჰი ქმრად არ მიკადრა, ამბობდა თურმე შაჰაბაზი. მაგრამ ვიდრე ომს გამოუცხადებდა, მან განიზრახა მანამდე თამარის სურათი ენახა. მან თავისი მხატვრები გამოაზავნა, რომ როგორმე მითვის თამარის სურათი დაეხატათ.

ეს განზრახვა გონიერმა ფერიხანუმმა შეუტყო და თავს გაუფრთხილდა. მაშინ მან გადაწყვიტა მის სანახავად საქართველოში მარტო წამოსულიყო. იგი ბევრს ფიქრობდა, თუ რა გზით შეიძლებოდა თამართან მისულიყო. მას სასახლეში მკალავი გამოეცხადა და თავისი სამსახური შესთავაზა. იმან უამბო, რომ ყოველ წელიწადს მე მივდივარ ფერიხანუმ თამარის სახლში სახლში და სპოლენძის ჭურჭელს ვუკალავო და ამისთვის ის ჩემთან ისე დაყონაღებული და დაახლოებული არისო, რომ მუდამ დილაობით ჩამოდის ჩემთან და მელაპარაკებაო.მკალავმა შაჰაბაზს უთხრა: შენ მე გამამყე შეგირდად და იმას გაჩვენებო.

ჩაიცვა გლეხური ტანისამოსი და ასე ისინი მოვიდნენ ბაზარში, სადაც ცხოვრობდა ფერი–ხანუმა–თამარი. მკალავმა ჩვეუებისამებრ სასახლეში დაიწყო ჭურჭლის კალვა.

ერთ დილით ადრიანად ფერიხანუმაც ჩამოვიდა და დაიწყო თურმე მკალავთან მუსაიფი. ამ დროს გონება გამჭრიახი მეფეები დააკვირდნენ ერთმანეთს. თამარმა იფიქრა, რომ ეს კაცი თუმცა მკალავის შაგირდია, მაგრამ როგორც ეტყობა მის სურათის მეტყველებაზე ვინმე დიდ კაცი უნდა იყოსო. ამ ფიქრებში მოსული ის მაშინვე ადგა და წავიდა შინ, მეორე დღეს ნახეს, რომ იქ არარც მკალავი და აღარც და არარც შეგირდი არიან. თამარმა იგრძო შაჰაბაზის ცბიერება და მდევარი გამოუყენა. მაგრამ საჰაბაზმა იხმარა ოსტატობა და იმ ღამესვე მოაჯდა ცხენს და შავარდენივით გასწია სპარსეთისაკენ. როდესაც ყაფი–ჩაის წყალზე მივიდა, ჩამოხდა ცხენიდამ, დალანა ის უკუღმა და ტყვიასავით გასწივა სპარსეთში.

მდევარი უკან ამ ალაგამდე დადევნებია, მაგრამ უკუღმა ცხენის დანალვას მათთვის გზა აურევინებია. ფერი–ხანუმ–თამარს ზალიან სწყენია ეს ამბავი, მაგრამ რაღას გააწყობდა.

ამის შემდეგ ერთის წლის განმავლობაში შაჰაბაზს ძლიერი ჯარი მოუმზადებია გურჯისტნის ფერიხანუმ თამართან საომრად და მოსდგომია ქალაქს ბაზარს. გამართულა ძლიერი ომი. დიდ ძალი ხალხი ამოუწყვეტიათ, ორივე მხარეს დიდის სიმამაცით უომნიათ. ბოლოს თვით ფერიხანუმიც ხმალამოღებული გასულა ომში, დარევია მტრის ჯარს და თავის სილამაზით განცვიფრებაში მოყვანილი, და გულის თქმით დადუნებული და დაძაბუნებული ჯარი უფრო ბევრი უხოცია, ვიდრე თავის ქალური ვაჟ–კაცობითა. მაგრამ ბოლოს მაინც შაჰაბაზის ჯარის სიმრავლეს უძლევია მისი ჯარი.

მაშინ ფერი–ხანუმ–თამარი შესულა ქალაქში, რომ ცოცხალი არ ჩაუვარდე ხელშიო, იმას განუზრახავს თავის მოკვლა. ამის გამო ის ასულა ეკლესიის გუმბათზე და ზევიდან გადმოშვებია ძირს. ამას შემდეგ შაჰს უბრძანებია აქ ქალაქის ძირიანად ამოფხვრა და ამოგდება. მას ექეთ ეს ქალაქი ბაზარი ზაქათალის მცხოვრებლების ზეპირ გარდმოცემებით აღარ არსებობს.




ჯანაშვილი ინგილო (დიმიტრი ჯანაშვილი) მგზავრის ისტორიული შენიშვნა საინგილოზე, მნათობი, 1872 წ. №

წყარო:http://www.lib.ge/mybook/index.php?book=06559&rel

No comments:

Post a Comment