
ტექსტი: << მას ჟამსა ოდეს ვიხილე სხვათა სჯულითა ხელითა აოხრება წმინდა მოწამე გიორგის ქურმუხის საყდრისა გულში განმიარა ფიქრმა აღვაშენო ნანგრევებზე ახალი სალოცავი მადლითა ღვთისათა აღმისრულდა ეს ფიქრი 4 აპრილსა 1877 წელსა დანიელ რუშან ნადირაშვილი ალიბეგლოელი >>
ეს ქვა დაახლოებით 1979 წელს დიდი საყდრის ახლოს შემთხვევით აღმოაჩინა კახის მკვიდრმა ბატონმა გოგი ხუციშვილიმა (იგი სახელოვანი ხუციშვილების ღირსეული წარმომადგენელი იყო. სულ ახლახანს გარდაიცვალა).
მან, მამაჩემთან ერთად აგვიყვანა დიდ საყდარზე და გვაჩვენა ეს ქვა (თუ არ ვცდები 1989, ან 1990–ში). მაშინ გადავუღე ეს ფოტო. 1996-97 წლამდე ეს ქვა ჯერ კიდევ იქ იყო. სმწუხაროდ, ისევე როგორ სხვა მრავალი წარწერიანი ქვა, ეს ქვაც, ჩვენი (პირადად ჩემიც) დაუდევრობის შედეგად, ქართულ კვალზე ,,მონადირე’ შოვინისტებმა, რენეგატების დახმარებით გააქრეს.
თუმცა ვფიქრობ, რომ ისტორისათვის ის მაინც არ არის დაკარგული, რადგან არსებობს ფოტო და არიან თვითმხილველები და ეს მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამ ფაქტით ქართველი ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები უნდა დაინტერესდენ. ვფიქრობ ქურმუხის დიდი საყდრის ისტორიისათვის ეს ყურადსაღები ფაქტია.
საინტერესოა, რომ დანიელ ნადირაშვილის მიერ 1877 წელს აღდგენილი ეკლესიის ადგილას, სულ რაღაც 14 წლის შემდეგ, ხელახლა აშენდა ახალი ეკლესია. არსებობს მასალა, სადაც დანიელ ნადირაშვილის შვილი ამბობს, რომ მამამისის აშენებული პატარა ეკლესია, სოფლის მოსახლეობისა და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების გადაწყვეტილებით დაანგრიეს და დღევანდელი, უფრო დიდი და ლამაზი ააშენეს.
სასწრაფოდ არის საჭირო ამ ფაქტისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან ყველაფერი რომ განზე გადავდოთ, სულ ახლახან 2-3 წლის წინ ჩვენმა აზერბაიჯანელმა ,,მეცნიერებმა’’ აწარმოეს ,,გათხრები’’ (რაც გამოიხატა იმაში, რომ ერთ დღეში ეკლესიის სამხრეთ
![]() |
ტექსტი: << მას ჟამსა ოდეს ვიხილე სხვათა სჯულითა ხელითა აოხრება წმინდა მოწამე გიორგის ქურმუხის საყდრისა გულში განმიარა ფიქრმა აღვაშენო ნანგრევებზე ახალი სალოცავი მადლითა ღვთისათა აღმისრულდა ეს ფიქრი 4 აპრილსა 1877 წელსა დანიელ რუშან ნადირაშვილი ალიბეგლოელი >>
ეს ქვა დაახლოებით 1979 წელს დიდი საყდრის ახლოს შემთხვევით აღმოაჩინა კახის მკვიდრმა ბატონმა გოგი ხუციშვილიმა (იგი სახელოვანი ხუციშვილების ღირსეული წარმომადგენელი იყო. სულ ახლახანს გარდაიცვალა).
მან, მამაჩემთან ერთად აგვიყვანა დიდ საყდარზე და გვაჩვენა ეს ქვა (თუ არ ვცდები 1989, ან 1990–ში). მაშინ გადავუღე ეს ფოტო. 1996-97 წლამდე ეს ქვა ჯერ კიდევ იქ იყო. სმწუხაროდ, ისევე როგორ სხვა მრავალი წარწერიანი ქვა, ეს ქვაც, ჩვენი (პირადად ჩემიც) დაუდევრობის შედეგად, ქართულ კვალზე ,,მონადირე’ შოვინისტებმა, რენეგატების დახმარებით გააქრეს.
მან, მამაჩემთან ერთად აგვიყვანა დიდ საყდარზე და გვაჩვენა ეს ქვა (თუ არ ვცდები 1989, ან 1990–ში). მაშინ გადავუღე ეს ფოტო. 1996-97 წლამდე ეს ქვა ჯერ კიდევ იქ იყო. სმწუხაროდ, ისევე როგორ სხვა მრავალი წარწერიანი ქვა, ეს ქვაც, ჩვენი (პირადად ჩემიც) დაუდევრობის შედეგად, ქართულ კვალზე ,,მონადირე’ შოვინისტებმა, რენეგატების დახმარებით გააქრეს.
თუმცა ვფიქრობ, რომ ისტორისათვის ის მაინც არ არის დაკარგული, რადგან არსებობს ფოტო და არიან თვითმხილველები და ეს მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამ ფაქტით ქართველი ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები უნდა დაინტერესდენ. ვფიქრობ ქურმუხის დიდი საყდრის ისტორიისათვის ეს ყურადსაღები ფაქტია.
საინტერესოა, რომ დანიელ ნადირაშვილის მიერ 1877 წელს აღდგენილი ეკლესიის ადგილას, სულ რაღაც 14 წლის შემდეგ, ხელახლა აშენდა ახალი ეკლესია. არსებობს მასალა, სადაც დანიელ ნადირაშვილის შვილი ამბობს, რომ მამამისის აშენებული პატარა ეკლესია, სოფლის მოსახლეობისა და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების გადაწყვეტილებით დაანგრიეს და დღევანდელი, უფრო დიდი და ლამაზი ააშენეს.
![]() |
„სამეცნიერო“ გათხრები |
საძირკველთან გათხარეს დაახლოებით 3-4 მ. სიგრძის, 0,5 მ, სიღრმის და 0,5 სიგანის არხი და სულ რაღაც ერთ საათში ძველი მეოთხე საუკუნის ალბანური ტძრის საძირკველი ,,აღმოაჩინეს”.
მაშინ გადათხარეს, გადაუღეს ვიდეოები, სურათები და კახიდან სასწრაფოდ გაემგზავრნენ (დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მზად ექნებათ დიდი ნაშრომები თავისი ,,საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული” დამამტკიცებელი მასალით).
მე ვნახე ეს საძირკველი და დიდი ალბათობით შეიძლება ის, სწორედ დანიელ ნადირაშვილის აგებული საყდრის საძირკველი იყოს.
მალხაზ ნუროშვილი
კახი



No comments:
Post a Comment